ნინველიდან სუპერმენამდე

year: 2021

in stock

the author:ნინველიდან სუპერმენამდე


17.90 GEL

ISBN:9789941976315
publishing house:tsignieri publishing house
Number of pages:224
format:14.5X21 სმ

ადრე ოჯახში ვაჟის დაბადება ხშირად ღირსშესანიშნავ, უჩვეულო ამბად მიაჩნდათ. ბიჭის დაბადებით გამოწვეული სიხარული იმითაც იყო განპირობებული, რომ ოჯახსგვარის გამგრძელებელი“ („სამამულე რქა“) გაუჩნდა. ბიჭს თავის დასამკვიდრებლად რაიმის დამტკიცება აღარ სჭირდებოდა, ვინაიდან მას უკვე ჰქონდა თავისი ადგილი და სივრცე.

დღეს ეს ყველაფერი სხვანაირად გამოიყურება. ბიჭებს სულ უფრო ხშირად აღიზიანებთ საუბრები მათ მამაკაცურობასთან დაკავშირებით. ეს მათი გამომწვევი ქცევებითაც კარგად ჩანს; ამასვე ადასტურებენ მედიასაშუალებებიც. მშობლებიც ხშირად ამჟღავნებენ დაბნეულობას ვაჟის აღზრდასთან დაკავშირებით. ბოლო წლებში სულ უფრო მეტ ახალგაზრდას დასჭირდა მედიკამენტოზური მხარდაჭერა სასკოლო სისტემასთან ადაპტირებისთვის. ეს უკვე სრულიად საკმარისი საბაბია იმისათვის, რომ შექმნილიყო წიგნი ბიჭების თემასთან დაკავშირებით.

წიგნი შეიძლება გახდეს კარგი მრჩეველი იმ თვალსაზრისით, რომ გააცნობიეროთ და იპოვოთ გზები, როგორ მოეპყრათ საკუთარ ვაჟს, განსაკუთრებითკრიზისულ სიტუაციებში. აქ ვერ შემოგთავაზებთ აღზრდის იდეალურ მეთოდებს. ეს წიგნი უფრო საფუძველს შექმნის იმისათვის, რომ თვითონ განსაჯოთ, რა ახდენს პოზიტიურ ზეგავლენას თქვენს ვაჟზე. ჩაერთეთ ამ საქმეში. ნება მიეცით საკუთარ თავს, დაუშვათ შეცდომები, იკამათეთ მეუღლესთან, განვითარდით კიდევ და კიდევ. ნუ მოეშვებით, გამოძებნეთ დრო. თქვენი ვაჟი ამისათვის მადლიერი დაგრჩებათ.

 

ციურიხი, ნოემბერი, 2011

Delivery service