გახდი ზებუნებრივი

год: 2026

в наличии

Автор:ჯო დისპენზა


59.90 GEL

категория:Психоанализ
ISBN:978-9941-7905-3-9
Издательство:Издательство "tsignieri"
Количество страниц:588
формат:ბ5 (17-24სმ)

რას ნიშნავს, გახდე ზებუნებრივი? რა მოხდებოდა, თუკი შეძლებდით მატერიალური რეალობის მიღმა არსებულ სიხშირეებთან თანაზიარობას... თუ გარდაქმნიდით საკუთარი ტვინის ქიმიურ პროცესებს, რათა მისწვდომოდით ცნობიერების ტრანსცენდენტულ დონეებს... თუ შექმნიდით ახალ, წინასწარ განუსაზღვრელ მომავალს და შეცვლიდით საკუთარ ბიოლოგიურ სტრუქტურას, რათა ღრმა და საფუძვლიანი განკურნება შესაძლებელი გამხდარიყო?

სწორედ ამ შესაძლებლობათა გააზრებასა და პრაქტიკულ განხორციელებას სთავაზობს მკითხველს დოქტორი ჯო დისპენზა ამ რევოლუციურ ნაშრომში: იგი წარმოგვიდგენს ცოდნის სისტემურ ერთობასა და ქმედით ინსტრუმენტებს, რომლებიც ჩვეულებრივ ინდივიდებს, მათ შორის – თქვენნაირ ადამიანებს აძლევს საშუალებას, ეტაპობრივად მიაღწიონ არსებობის ახალ, უჩვეულოდ მაღალ მდგომარეობებს.

დოქტორი ჯო ეყრდნობა ნეირომეცნიერების, ეპიგენეტიკისა და კვანტური ფიზიკის უახლეს კვლევებს, რათა წარმოაჩინოს, თუ როგორ ხდება ამგვარი ტრანსფორმაცია და რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ამას ჩვენი ცხოვრებისთვის.

 

წიგნის ფარგლებში მკითხველი გაეცნობა შემდეგ საკითხებს:

l   როგორ გავთავისუფლდეთ წარსულის შემზღუდველი გავლენისგან და როგორ მოვარგოთ სხეული ახალ ცნობიერებას;

l   როგორ ქმნის შინაგანი „სიხშირის“ ცვლილება წინაპირობას, შევქმნათ რეალობა ე.წ. „კეთილშობილ“ აწმყო მომენტში;

l   ეპიფიზის საიდუმლო მეცნიერებას და მის როლს რეალობის მისტიკურ განზომილებებთან წვდომაში;

l   როგორ გადაიტანოთ თქვენი ცნობიერება შეზღუდული და წინასწარ განსაზღვრული მატერიალური რეალობის მიღმა და შეაბიჯოთ უსასრულო შესაძლებლობათა კვანტურ ველში;

l   და სხვა მრავალ თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტს.

 

ტვინის ვიზუალიზაციის უახლესი ტექნოლოგიებისა და პრაქტიკული მეთოდების გამოყენებით (მათ შორის ისეთი სავარჯიშოებისა, როგორიცაა სიარულის მედიტაცია) დოქტორი ჯო გვთავაზობს პროგრამას, რომელიც ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, გადალახოს ფიზიკური რეალობის საზღვრები და შეაბიჯოს თვისებრივად ახალ განზომილებაში. „სწორედ ეს არის ჩვენი ჭეშმარიტი ბუნება, – წერს იგი, – და ჩვენი მომავალიც, რომელსაც მე ვქმნი – მომავალი, რომელშიც თითოეული ჩვენგანი ზებუნებრივ შესაძლებლობებს ეზიარება.“ 

Служба доставки