ფრანგი ქალები არ სუქდებიან

წელი: 2025

მარაგში

ავტორი:მირეი გილიანო


45.00 GEL

კატეგორია:ბესტსელერი
ISBN:978-9941-9981-3-3
გამომცემლობა:საგამომცემლო სახლი წიგნი+ერი
გვერდების რაოდენობა:288
ფორმატი:ბ5 (17-24სმ)
მირეი გილიანო ნამდვილი ფრანგი ქალია, რომელიც მსოფლიოს უმხელს ცნობილ პარადოქსს: რატომ რჩებიან მისი თანამემამულენი ყველის, და არა ვარჯიშისა და დიეტების მოყვარულები, სიბერემდე კი - გამხდრები და ენერგიულები.
იგი პარიზში ,,ვევ კლიკოს” შამპანურის სახლის პრეს-ატაშეობიდან ამ კორპორაციის ამერიკული ფილიალის პრეზიდენტობამდე დაწინაურდა. და, უნდა ითქვას, რომ მისი ასაკის გათვალისწინებით, შესანიშნავ ფორმაშია.
თუმცა ეს ყოველთვის ასე როდი იყო. ახალგაზრდობაში მან ერთი წელი შეერთებულ შტატებში გაატარა, მიეძალა სწრაფ კვებას და სამშობლოში ისეთ არასასიამოვნო ფორმაში დაბრუნდა, რომ მამამისმა შეხვედრისას კარტოფილის ტომარა უწოდა. სორბონაში შემდგომმა სწავლამ, უფრო სწორად, უნივერსიტეტისკენ მიმავალ გზაზე საკონდიტროებმა კვლავ შეუშალა მას ხელი ძველი ფიგურის დაბრუნებაში. შემდეგ მირეის დაეხმარა ექიმი მაიერი (რომელსაც ექიმ-სასწაულს უწოდებს). მან შესთავაზა წონის დაკლების პროგრამა, რომლის წყალობითაც დაუბრუნდა თავის ადრინდელ წონას და ფიგურას. გილიანო ამ წესებს მუდმივად იცავს. მან ცხოვრების მანძილზე დააგროვა საკუთარი საიდუმლოებები და ხრიკები (როგორც თვითონ უწოდებს), პირადი დაკვირვებები ფრანგი ქალების ყოფა-ცხოვრების თაობაზე და გაუზიარა მსოფლიოს თავის წიგნში „ფრანგი ქალები არ სუქდებიან“. წიგნი მსოფლიო მასშტაბით სამი მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.
წიგნში მარტივი ტექნიკისა და დახვეწილი, იოლი რეცეპტების გამოყენებით შეგიძლიათ სამუდამოდ მოიცილოთ ზედმეტი წონა ცხოვრების სიხარულისა და გასტრონომიული სიამოვნებების შეწირვის გარეშე....

 

მიტანის სერვისი