ზემზი ენა
წელი: 2026
მარაგში69.90 GEL
წიგნში, - „ზემზი ენა“ წარმოდგენიალია უახლესი თვალთახედვები პრეისტორია-ისტორიის, ლიტერატურის, ენათმეცნიერების და დამწერლობათმცოდნეობის ურთულეს პრობლემებზე, გადაწყვეტილია მრავალსაუკუნოვანი პრობლემა ადამიანური, ბუნებრივი ენის წარმოშობის შესახებ.
შეიძლება ითქვას. ილია ჭავჭავაძის მიერ გამოყენებული, გოტფრიდ ლაიბნიცის ცნობილი ფრაზა — „აწმყო,შობილი წარსულისგან, არის მშობელი მომავლისა“ — ზედმიწევნით ზუსტად ერგება რამაზ ზარნაძის წიგნის მთავარ იდეასა და ფილოსოფიას.
შობილი წარსულისგან: ნაშრომი ეფუძნება უძველესი საკრალური ნიშნების, დამწერლობის, სიმბოლოებისა და ენობრივი კოდების კვლევას. წიგნი გვიჩვენებს, თუ როგორ იღებს სათავეს ჩვენი დღევანდელი ცნობიერება და კულტურა მრავალათასწლეულების სიღრმიდან.
აწმყო: წიგნი საშუალებას აძლევს თანამედროვე მკითხველს, დღევანდელ გადასახედიდან ხელახლა აღმოაჩინოს, გაიაზროს და გააცოცხლოს ეს მივიწყებული ცოდნა.
მშობელი მომავლისა: წარსულის ამ საკრალური კოდების გახსნითა და გააზრებით, წიგნი ქმნის ერთგვარ ფუნდამენტს, საფუძველსა და სულიერ საყრდენს მომავალი თაობებისთვის, რათა არ დაიკარგოს ეროვნული და კულტურული იდენტობა.
წიგნის გარეკანზე გამოსახული ილუსტრაციაც (ცეცხლის გარშემო შეკრებილი ადამიანები, რომელთაგანაც მაღლა მიემართება ასოები და სიმბოლოები) სწორედ ამ უწყვეტ ჯაჭვსა და თაობათა შორის ცოდნის გადაცემას ასახავს.