შევხვდებით ბიბლიოთეკაში
year: 2026
in stock23.90 GEL
ერთადერთი მეგობრის დაკარგვის შემდეგ, სოფი შეშლილი სამყაროს პირისპირ სრულიად მარტო რჩება. მისი ყოველდღიურობა თვითგადარჩენისთვის ბრძოლას ჰგავს: სკოლა, სადაც თავს უცხოდ გრძნობს, თანატოლები, რომელთა დაცინვასაც ყოველდღე უნდა გაუძლოს და სახლი, სადაც სიმშვიდის ნაცვლად დაუსრულებელი კამათი და გაუცხოებაა. წიგნები მისი ერთადერთი თავშესაფარია - სამყარო, რომელიც რეალობისგან გაქცევაში ეხმარება. გარე სამყაროსა და სოფის შორის უნდობლობის უზარმაზარი კედელია აღმართული, თუმცაღა ერთი უცაბედი შეხვედრა ყველაფერს თავდაყირა აყენებს. ...შეძლებს კი გოგონა, რომელიც წლების განმავლობაში მიჩვეული იყო ტკივილის უხმოდ ატანასა და ჩაგვრას, იპოვოს გამბედაობა, რომ შეცვალოს საკუთარი ცხოვრება? "შევხვდებით ბიბლიოთეკაში" არის გულწრფელი და ემოციური ამბავი დანაკარგზე, მარტოობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულზე, საკუთარი თავის აღმოჩენასა და შინაგან ბრძოლაზე. ამბავი იმ უხილავ ტკივილზე, რომელსაც ხშირად ღიმილის მიღმა ვმალავთ, და იმ ძალაზე, რომელიც მაშინ იღვიძებს ჩვენში, როცა გვგონია, რომ ყველაფერი დავკარგეთ.