ანარეკლი - პანდემიის გეშტალტური დღიურები

year: 2021

in stock

the author:ლიკა წერეთელი


25.00 GEL

ISBN:9789941975806
publishing house:tsignieri publishing house
Number of pages:220
format:14.5X21 სმ

გამომცემლობა „წიგნი+ერი“ წარმოგიდგენთ ფსიქოლოგისა და გეშტალტთერაპევტის ლიკა წერეთლის წიგნს „ანარეკლი. პანდემიის გეშტალტური დღიურები“. ეს წიგნი ფსიქოლოგიური რესურსების ნაკრებია: შინაგანი საყრდენები, ოთახებიდან სიმწვანეში გაჭრილი ფანჯრები და სამყაროსთან დამაკავშირებელი ხიდები, რომლებიც არა მხოლოდ პანდემიურ ფონშია აქტუალური, არამედ მთელი თქვენი ცხოვრების საინტერესო მეგზურად იქცევა.

თქვენ შეძლებთ:

•  განწყობის შეცვლას;

•  შინაგანი, უხილავი რესურსების გააქტიურებას;

• იმის შეგრძნებას, თუ როგორ მოქმედებენ გეშტალტთერაპიულ ჭრილში მეტაფორული ბარათები და იუნგის მიერ ფსიქოლოგიაში შემოტანილი ტაროს კარტები, რომელიც დიდმა ფსიქოლოგმა კოლექტიურ არაცნობიერსა და არქეტიპებს დაუკავშირა.

ლიკა წერეთელი პირველი განათლებით გერმანისტია, რომელმაც შემდგომ ფსიქოლოგიის სფეროში გადაინაცვლა და გეშტალტთერაპიაში ევროპული აკრედიტაცია მოიპოვა. თავად ავტორი ტაროს კარტის მიმართ ინტერესსა და მის თერაპიულ პროცესში შემოტანას თავის ფილოლოგიურ ფესვებს უკავშირებს, კერძოდ, ანალოგიას გრაალის მაძიებლის გზასთან, რომელსაც ტაროს კარტების 22 უფროსი არკანი ძალზე თავისებურად ასახავს.

Delivery service