ჩვენი ღირსებანი ტომი 5

year: 2016

in stock

the author:ავტორთა ჯგუფი


27.90 GEL

ISBN:9789941948282
publishing house:tsignieri publishing house
Number of pages:240
format:17x24,5 სმ

რა ხდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე მილიონობით წლის წინ? რა ბუნებრივმა პირობებმა შეუწყო ხელი ჩვენს ქვეყანაში უძველესი ადამიანების სამოსახლოთა გაჩენას? განა აქ, ჩვენში, დაიდებდა ბინას დედამიწის ერთ- ერთი უძველესი ადამიანი, მისი არსებობისათვის განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობები რომ არ ყოფილიყო? დმანისურმა უნიკალურმა აღმოჩენამ ხომ ფეხზე დააყენა მთელი სამ ყარო! უძველესი ადამიანის ქვედა ყბის პოვნამ ორჯერ დააძველა პირველი ევროპელის ასაკი. და, აი, მსოფლიო მეცნი ერული აზრის ერთსულოვანი დასკვნა: პირველი ევროპელი ქართველი იყო! რა წიაღისეულის მფლობელია საქართველო, როგორ ყალიბდებოდა ხანგრძლივი გეოლოგიური დროის განმავლობაში ქვეყნის წიაღი, რა მინერალებით მდიდრდებოდა და რა კანონზომიერებით ვრცელდებოდა ამა თუ იმ კუთხეში ბუნების ისეთი ფასდაუდებელი სიმდიდრეები, როგორიცაა: მტკნარი მიწისქვეშა, მინერალური და თერმული წყლები, სამკურნალო ტალახი, იშვიათი და ძვირფასი ლითონები, სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვებიროგორ იყენებდნენ მათ ჩვენი წინაპრები და როგორ მოვიხმართ ახლა ამ და სხვა მრავალი ამოუწურავი ბუნებრივი რესურსების ჯადოსნურ სამყაროს, რომელიც საქართველოს მიწის წიაღშია ჩაბუდებული? აი, საკითხები, რომლებმაც უნდა დააინტერესოს საქართველოს ბედ- იღბალსა და მომავალზე მზრუნველი ყოველი ადამიანი.

Delivery service