SALE -20.00%

სიცრუის ფენომენი

წელი: 2023

მარაგში

ავტორი:პოლ ეკმან


40.00 GEL

50.00
კატეგორია:ფსიქონალიზი
ISBN:978-9941-9872-2-9
გამომცემლობა:საგამომცემლო სახლი წიგნი+ერი
გვერდების რაოდენობა:386
ფორმატი:17x24,5 სმ

პოლ ეკმანი ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი, პროფესორი კალიფორნიის უნივერსიტეტში, წამყვანი ექსპერტი ემოციების კვლევისა, ინტერპერსონალური კომუნიკაციის, ფსიქოლოგიისა და ტყუილის ამოცნობის სფეროში. იგი ცნობილია მთელ მსოფლიოში, როგორც არავერბალური ქცევის ანალიზის უნიკალური სისტემის შემქმნელი, პოპულარული სატელევიზიო სერიალის ,,მომატყუე’’ სულისჩამდგმელი.

წიგნი აღწერს, როგორ განსხვავდება ტყუილი ფორმებით და სხვა სახის დეზინფორმაციისგან. ის განიხილავს, თუ როგორ შეუძლია ადამიანის სხეულის ენას, ხმას და სახის გამომეტყველებას სიცრუის გამოვლენა, მაგრამ ამავე დროს ძალუძს მოატყუოს თავად სიცრუის გამოვლენის ოსტატები, მათ შორის ისინიც, ვისაც მივაწერთ სიცრუის ამოცნობის უნარსმოსამართლეები, იურისტები, პოლიციელები, სიცრუის დეტექტორის ოპერატორები, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს აგენტები და სხვები. ისინი ვერ აჩვენებენ უკეთეს შედეგებს სიცრუის გამოვლენის ტესტებში, ფაქტობრივად ვერ სცდებიან შემთხვევითობას და დგანან რიგითი მოქალაქეების დონეზე.

პროფესორ ეკმანს მოჰყავს პრაქტიკული, რეალური ცხოვრებიდან ბევრი მაგალითი, პრეზიდენტის დონეზე ტყუილიდან თვითმოტყუებამდე. დეტალურად აღწერს ტყუილის გამოვლენის საკუთარ მეთოდებს და ეხება ტყუილის ფენომენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მან აღმოაჩინა ყველაზე მნიშვნელოვანი ტყუილის ქცევითი მინიშნებები.

უნივერსალური მიკროგამოხატვები და მიკროჟესტები ყოველთვის ავლენს მატყუარას, განურჩევლად სოციალური სტატუსისა და ეროვნებისა, ამ წიგნით შესაძლებელია იმის სწავლა, რასაც სხვები ვერ ხედავენ.

წიგნი განკუთვნილია ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია ტყუილის გამჟღავნებით: პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენებისათვის, ექიმებსა და იურისტებისათვის, ფსიქოლოგებისათვის, მასწავლებლებისათვის, მენეჯებისათვის, დიასახლისებისათვისყველა მათთვის, ვისაც არ სურს, გახდეს მოტყუებისა და ფსიქოლოგიური მანიპულაციების მსხვერპლი პროფესიულ და პირად ცხოვრებაში.

მიტანის სერვისი