არჩევანი

წელი: 2023

მარაგში

ავტორი:თეა ირემაშვილი


19.99 GEL

კატეგორია:მხატვრული
ISBN:978-9941-9835-1-1
გამომცემლობა:საგამომცემლო სახლი წიგნი+ერი
გვერდების რაოდენობა:446
ფორმატი:12.5 x 17.5

თეა ირემაშვილის წიგნი „არჩევანი“ ლიტერატურული კონკურსის „მუზას“ გამარჯვებული გახდა, ნომინაციაში „წლის აღმოჩენა“.

რომანში მოვლენები ორ სხვადასხვა ქვეყანაში, გერმანიასა და საქართველოში ვითარდება. მთავარი გმირები გამოირჩევიან ცხოვრების მიმართ არსებული განსხვავებული დამოკიდებულებით და სიტუციისადმი არაერთგვაროვანი მიდგომით. ქალი პუნქტუალობითა და პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობით გამოირჩევა, ყველაფერს  ვალდებულებასთან აკავშირებს და გადაწყვეტილებასაც მის გარშემო მყოფი ადამიანების გათვალისწინებით იღებს. მამაკაცი უდარდელ და მხიარულ ცხოვრებასაა მიჩვეული, თუმცა ბედი გულისხმიერ და ძლიერ ქალს შეახვედრებს. როგორ განვითარდება მათი ურთიერთობა? რა მოხდება მომავალში და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მკითხველი ამას წიგნის ფურცლებში აღმოაჩენს და მათთან ერთად დაიწყებს ცხოვრებას. წყვილი სამყაროს მიერ შექმნილ ლაბირინთში იკარგება და მისგან თავის დაღწევას ცდილობს. ცხოვრება და თავს გადახდენილი თავგადასავალი არაერთ სიურპრიზს უმზადებს და არჩევანის წინაშე აყენებს. რის მიხედვით გააკეთებენ არჩევანს? რომელ მხარეს გადაწონის სასწორი და რა გახდება მათი მთავარი მამოძრავებელი ძალა, ამას მკითხველი აღმოაჩენს, თუმცა ამასთანავე მიხვდება, რომ ზუსტი ფორმულა სწორი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით არ არსებობს.

წიგნის გმირები აცნობიერებენ, რომ ცხოვრება არჩევანია შიშსა და სიყვარულს, სისუსტესა და სიძლიერეს შორის. სიცოცხლე კი უდარდელობის და პასუხისმგებლობის ჭიდილია, ემოციებით და გრძნობებით სავსე, რომელსაც ან სიმშვიდე, ან აღელვება მოაქვს.

მიტანის სერვისი