სხვა დროის ამბავი

წელი: 2023

მარაგში

ავტორი:სოფო ჯაყელი


15.00 GEL

კატეგორია:მხატვრული
ISBN:978-9941-9850-0-3
გამომცემლობა:საგამომცემლო სახლი წიგნი+ერი
გვერდების რაოდენობა:164
ფორმატი:14.5X21 სმ

დებიუტანტ მწერლის-სოფო ჯაყელის რომანში მოქმედება 1978 წელს ვითარდება. მთავარი პერსონაჟი, ლიკა, სტუდენტია, რომელიც ჩვეულებრივი ყოველდღიურობით ცხოვრობს. თუმცა ყველაფერი მოულოდნელად შეიცვლება, როდესაც იგი საავადმყოფოში მოხვდება. იქ მოხვედრილი ლიკა, ცოტა არ იყოს, კომიკურ სიტუაციებში ვარდება როგორც საკუთარ თავთან, ასევე სხვა ადამიანებთან მიმართებაში. ოპერაციის მოლოდინში მარტო დარჩენილი სტუდენტი თავს სამყაროთა ზღურბლზე აღმოაჩენს და რეალობის სხვაგვარად აღქმის საშუალებას წააწყდება. სიკვდილის გარდუვალობაში დარწმუნებული, იწყებს გააზრებას და განსჯას საბოლოო ჯამში რას უმზადებს მას რეალური გარდაცვალება?

რომანი განსხვავებულ ჭრილში აღწერს ავადმყოფი ადამიანის ფიქრებს, მისი შეხედულებების ცვლილებას ისეთ თემებთან დაკავშირებით, როგორიც არის ცხოვრება, როგორც პროცესი და გარდაცვალება, როგორც-თავიდან დაბადება.

მოულოდნელი დასასრული დიდ ინტრიგას სძენს წიგნს და მკითხველს სასიამოვნოდ გაოცებულს ტოვებს.

მიტანის სერვისი