ჩვენი ღირსებანი ტომი IV

წელი: 2012

მარაგში

ავტორი: კობა ხარაძე, ზურაბ სეფერთელაძე, ეთერ დავითაია


20.00n

კატეგორია:ბესტსელერი
ISBN: 978-9941-9160-1-4 978-9941-9263-8-9
გამომცემლობა:საგამომცემლო სახლი წიგნი+ერი
გვერდების რაოდენობა:192
ფორმატი: B5
“ის, რაც საქართველოში შეუქმნია ბუნების დიდ მხატვარს,.. განუმეორებელია და შემოქმედს აღარ ძალუძს მისი მსგავსის ხელახლა შექმნა” – ეს ქართველი კაცის ნათქვამი როდია, იგი ეკუთვნის რუმინელ პოეტს – ვიქტორ კერნბახს. მართლაც რომ უნიკალური ბუნების პატრონები ვართ. ამ ციცქნა მიწაზე ზღვაც გვაქვს და უდაბნოც, მწველი მზეც და ფეხდაუდგმელი თოვლიც, იგავმიუწვდომელი სილამაზის მწვერვალები და ხასხასა ხოდაბუნები, ლაჟვარდოვანი ტბები და კამკამა მდინარეები, ევროპული ცივილიზაცია და შუასაუკუნეობრივი ადათები… ახლა მიწის ქვეშ რა ხდება ჩვენს ღვთივკურთხეულ მხარეში?! წარმოუდგენელი სილამაზის მღვიმეებში მიწისქვეშა მდინარეებზე ნავით სეირნობაა შესაძლებელი, ირგვლივ ათასწლეულობით ნაღვენთი წარმონაქმნები ენით უთქმელ ფერთა გამას და ფორმებს ქმნიან, მიწიდან მოჩუხჩუხე გოგირდოვანი და მინერალური წყლები სალბუნად ედებიან ათასგვარ სნეულებას. ეს ყველაფერი და კიდევ სხვა მრავალი წინამდებარე გამოცემაში გადმოცემულია გამართული ლიტერატურული ენით; იგი დიდ დახმარებას გაუწევს სკოლის მოსწავლეებს, მათ პედაგოგებს, აბიტურიენტებს, სტუდენტებს და, საერთოდ, ყველა დაინტერესებულ მკითხველს. წიგნის დიდი ღირსება ისიც არის, რომ მდიდარია ძვირფასი საილუსტრაციო მასალით, რაც გამოცემას დასრულებულ და შთამბეჭდავ იერს ანიჭებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომი “ჩვენი ღირსებანი”, წიგნი მეოთხე, საზოგადოებაში უთუოდ გამოიწვევს ცხოველ ინტერესს.

მიტანის სერვისი

უფასო მიწოდება თბილისის მასშტაბით

ჩვენი ღირსებანი ტომი I

ჩვენი ღირსებანი ტომი I

ბესტსელერი

2011

0.00n

ჩვენი ღირსებანი ტომი II

ჩვენი ღირსებანი ტომი II

ბესტსელერი

2012

20.00n

ჩვენი ღირსებანი ტომი III

ჩვენი ღირსებანი ტომი III

ბესტსელერი

2012

20.00n

ჩვენი ღირსებანი ტომი V

ჩვენი ღირსებანი ტომი V

ბესტსელერი

2014

20.00n