საქართველოს თევზები

წელი: 2012

მარაგში

ავტორი: ნარგიზ ნინუა, ბელა ჯაფოშვილი, ვერა ბოჭორიშვილი


15.00n

კატეგორია:თარგმანები
ISBN: 978-9941-9302-3-2
გამომცემლობა:საგამომცემლო სახლი წიგნი+ერი
გვერდების რაოდენობა:180
ფორმატი: არასტანდარტული
წინამდებარე წიგნი არის პირველი შემაჯამებელი ნაშრომი საქართველოს მტკნარი წყლისა და შავი ზღვის საქართველოს ნაწილის თევზების შესახებ. წიგნში სისტემატური თანმიმდევრობით წარმოდგენილია თითოეული ტაქსონის სურათი, მახასიათებლები, გეოგრაფიული გავრცელება და კონსერვაციული სტატუსი. ნაშრომი ეყრდნობა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულ ორსაუკუნოვან იხთიოლოგიურ კოლექციებს (1700-მდე თევზის ექსპონატი) და ავტორთა მრავალწლოვან ზოოლოგიურ კვლევებს. სულ განხილულია თევზების 168 სახეობა, მათ შორის 61 მტკნარი წყლის ბინადარია, 77 _ ზღვის ბინადარი, ხოლო 30 გამსვლელია. 13 სახეობა შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში. წიგნი წარმოადგენს დამხმარე სახელმძღვანელოს იხთიოლოგიური მეცნიერებით დაინტერესებული ბიოლოგებისათვის, ასევე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების, სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის.

მიტანის სერვისი

უფასო მიწოდება თბილისის მასშტაბით