SALE -41.67%

ვაჟა-ფშაველას მოთხრობები

წელი: 2012

მარაგში

ავტორი: მთარგმნელი ლალი ჯოხაძე


7.00n

12.00
კატეგორია:თარგმანები
ISBN: 978-9941-9263-1-0
გამომცემლობა:საგამომცემლო სახლი წიგნი+ერი
გვერდების რაოდენობა:176
ფორმატი: A5
ვაჟა-ფშაველა (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი1861- 1915) გამოჩენილი მწერალი, პოეტი, ფილოსოფოსია, რომლის ლიტერატურული ფსევდონიმი მისივე მშობლიურ მხარესთან – ფშავთანაა (კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით მდებარე მთიანი რეგიონი) დაკავშირებული. პოეტს მიმზიდველი, მაგიური ენის გამო კიდევ ერთი მეტსახელი უწოდა კ.გამსახურდიამ – “ტკბილ-მოუბარი ორფეოსი”. მის შემოქმედებაში ადამიანი და ბუნება ისეთ ჰარმონიულ მთლიანობაშია, რომ ერთნაირად იზიდავს ყოველ მკითხველს როგორც პოეტური სრულყოფილებით, ასევე – შემეცნებით ესთეტიკური წვდომით. ბუნების ყველა ქმნილება, იქნება ეს მთა, მდინარე, კლდე, მცენარე თუ ცხოველი, წარმოდგენილია ამ ქმნილებათა უნიკალური შინაგანი სამყაროთი, რომელთაც საკუთარი ემოციები გააჩნიათ. ასეთი მიდგომით ის ეხმიანება ჩვენი დროის ცნობილ ჰიპოთეზას – “დედამიწის სიყვარული”. აღნიშნული მეცნიერული ჰიპოთეზის მიხედვით, დედამიწა ცოცხალ ორგანიზმად მიიჩნევა, რომელსაც სჭირდება დაუცხრომელი სიყვარული და ზრუნვა.

მიტანის სერვისი

უფასო მიწოდება თბილისის მასშტაბით