პოლ ეკმანი "სიცრუის ფენომენი"

პოლ ეკმანი ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი, პროფესორი კალიფორნიის უნივერსიტეტში, წამყვანი ექსპერტი ემოციების კვლევისა, ინტერპერსონალური კომუნიკაციის, ფსიქოლოგიისა და ტყუილის ამოცნობის სფეროში. იგი ცნობილია მთელ მსოფლიოში, როგორც არავერბალური ქცევის ანალიზის უნიკალური სისტემის შემქმნელი, პოპულარული სატელევიზიო სერიალის – „მომატყუე“ სულისჩამდგმელი.

წიგნი აღწერს, როგორ განსხვავდება ტყუილი ფორმებით და სხვა სახის დეზინფორმაციისგან. ის განიხილავს, თუ როგორ შეუძლია ადამიანის სხეულის ენას, ხმას და სახის გამომეტყველებას სიცრუის გამოვლენა, მაგრამ ამავე დროს ძალუძს მოატყუოს თავად სიცრუის გამოვლენის ოსტატები, მათ შორის ისინიც, ვისაც მივაწერთ სიცრუის ამოცნობის უნარს – მოსამართლეები, იურისტები, პოლიციელები, სიცრუის დეტექტორის ოპერატორები, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს აგენტები და სხვები. ისინი ვერ აჩვენებენ უკეთეს შედეგებს სიცრუის გამოვლენის ტესტებში, ფაქტობრივად ვერ სცდებიან შემთხვევითობას და დგანან რიგითი მოქალაქეების დონეზე.

პროფესორ ეკმანს მოჰყავს პრაქტიკული, რეალური ცხოვრებიდან ბევრი მაგალითი, პრეზიდენტის დონეზე ტყუილიდან თვითმოტყუებამდე. დეტალურად აღწერს ტყუილის გამოვლენის საკუთარ მეთოდებს და ეხება ტყუილის ფენომენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მან აღმოაჩინა ყველაზე მნიშვნელოვანი ტყუილის ქცევითი მინიშნებები.

უნივერსალური მიკროგამოხატვები და მიკროჟესტები ყოველთვის ავლენს მატყუარას, განურჩევლად სოციალური სტატუსისა და ეროვნებისა, ამ წიგნით შესაძლებელია იმის სწავლა, რასაც სხვები ვერ ხედავენ.

– ჯერომ დ. ფრენკი, ფსიქიატრიის პროფესორი ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში

„ეკმანი არის პიონერი ემოციების კვლევისა და არავერბალური კომუნიკაციის სფეროში. „სიცრუის ფენომენი“ ზუსტი, ინტელექტუალური, ინფორმატიული და გააზრებული ნაშრომია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც დარგის სპეციალისტების, ასევე წიგნის მოყვარულთათვის. ის აღწერს, რატომ და როგორ იტყუებიან ადამიანები, რატომ გამოსდის ზოგს წარმატებით ტყუილი, ზოგს – არა, როგორ ახერხებს ზოგი სიცრუის გამოვლენას, ზოგი კი – ვერა, ტყუილის რომელი მინიშნებებია სანდო და რომელი – არა. ის თავის მონაცემებს მეცნიერული კვლევებიდან იღებს, ხოლო საილუსტრაციო მასალებს – პოლიტიკიდან, ლიტერატურიდან და ყოველდღიური ცხოვრებიდან. ეკმანი მოტყუების მინიშნებათა გონივრული გამოყენების საკითხს განიხილავს იმ სერიოზულობით, როგორსაც იმსახურებს“.

წიგნი განკუთვნილია ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია ტყუილის გამჟღავნებით: პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენებისათვის, ექიმებსა და იურისტებისათვის, ფსიქოლოგებისათვის, მასწავლებლებისათვის, მენეჯებისათვის, დიასახლისებისათვის – ყველა მათთვის, ვისაც არ სურს, გახდეს მოტყუებისა და ფსიქოლოგიური მანიპულაციების მსხვერპლი პროფესიულ და პირად ცხოვრებაში.